02.12.2025 18:06
ბელგიაში თაღლითობის საქმეზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი უმაღლესი კომისარი, ფედერიკა მოგერინი დააკავეს. ამის შესახებ „მედუზა" იუწყება.
ბელგიის პოლიციამ 2 დეკემბერს ჩხრეკა ჩაატარა ბრიუსელში და ბრიუგეში, ევროკავშირის საგარეო კავშირების ევროპულ სამსახურში (EEAS) და რამდენიმე კერძო სახლში. საქმე ეხება ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ გამოყენებას.
პოლიციამ სამი პირი დააკავა. დაკავებულთა შორისაა ფედერიკა მოგერინი, რომელიც ევროპის კოლეჯის რექტორია. კიდევ ერთი დაკავებული ევროპის სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი, სტეფანო სანინოა.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ EEAS და ევროპის კოლეჯი 2021-2022 წლებში ევროკავშირის თანხებს ბოროტად იყენებდნენ.
ავტორ(ებ)ი :