,,საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა''- ბითაძე 02.12.2025 18:09

 

 

გუშინდელი დღიდან კიდევ ერთხელ მოწმე ვართ იმისა, თუ რამხელა მასშტაბის და რამხელა აბსურდული კამპანია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.​

„ეს არის მიზანმიმართულად დაგეგმილი და ე.წ. ელისაშვილის საქმის გადასაფარად გამოყენებული ინსტრუმენტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეილახოს და მეორე მხრივ, დამატებითი აჟიოტაჟი გამოიწვიოს ამ საკითხმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

უფრო აბსურდულად შეიძლება შეფასდეს ეს საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ევროკავშირის სპიკერიდან ვისმენთ თურმე ერთი მხრივ შეშფოთებას და მეორე მხრივ გამოძიების მოთხოვნას. ამის საპასუხოდ, ბუნებრივია ის რეაქცია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არ დაყოვნდა და გაჟღერდა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბითაძემ.

როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე და პასუხის მოსთხოვს ინფორმაციის გამავრცელებელს ამ დიდი, რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის.

„ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა, სადაც საქართველო შეეცდება საკუთარი ინტერესები დაიცვას. არ შეიძლება ასეთი ბრალდების გაჟღერება ასეთი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო დაფარვით და ამაზე ახალი დღის წესრიგის აგება", - დასძინა ბითაძემ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ