02.12.2025 18:45
შესაძლებლობა გვქონდა, ინდოეთის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომას დავსწრებოდით, ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ინდოეთის პარლამენტის სესიაზე საქართველოს პარლამენტი იყო წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ინდოელი კოლეგებიც მოიწვიეს.
„გულთბილი დახვედრის ფონზე, რომელიც ინდოეთის პარლამენტში გვქონდა, აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ინდოეთში. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის მიზანია, ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს ბიძგი მისცეს. იმედი მაქვს, რომ ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარეც საქართველოში გვეწვევა. ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით. ის პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, გამოიყენოს შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია. ამ მხრივ, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. კერძოდ, კომიტეტებს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და საქართველოში ინდოელი კოლეგები მოვიწვიეთ, რათა საგარეო და დარგობრივ კომიტეტებთან ერთობლივი სხდომები გაიმართოს. საკანონმდებლო ჩარჩოზე ვისაუბრეთ, რომელიც არსებობს და რომელმაც უნდა წაახალისოს, მათ შორის შუა დერეფნის გამოყენება. შესაძლებლობა გვქონდა, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომას დავსწრებოდით. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ინდოეთის პარლამენტის სესიაზე საქართველოს პარლამენტი იყო წარმოდგენილი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :