,,შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ქართულ და ევროპულ ენერგოსისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს''- ნიკოლოზ სამხარაძე 02.12.2025 20:00

 

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, -ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ორმხრივი ინტერესის პროექტის" სტატუსი მიენიჭა.

„ეს გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ქართულ და ევროპულ ენერგოსისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით. კარგია, როცა ევროკავშირი ლოგიკურ და საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას იღებს. ამას მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა და ხელშეწყობა ექნება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის" სტატუსი მიანიჭა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ