03.12.2025 16:55
შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა იყო დამატებით სამი შეხვედრა. ვინ იყო მოსული, ამაზე საუბარს შეგნებულად ავერიდები. აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სამი შეხვედრიდან ერთ-ერთს პირადად ესწრებოდა.
„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეხვედრას კელი დეგნანთან, საუბარი იყო კონკრეტულ თემაზე. ეს იყო სანქციების დაწესების საკითხი, რაზეც დეტალურად ისაუბრა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ. ამასთან, შემიძლია, გავიხსენო, რომ იყო დამატებით სამი კონკრეტული შეხვედრა, რომელთაგან ერთ-ერთს პირადად მეც ვესწრებოდი. სამიდან ორ შეხვედრაზე პირდაპირ იყო საუბარი ომის, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ანუ, იქ არ იყო საუბარი მხოლოდ სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე. იმ შეხვედრებზე, კონკრეტულად ორ შეხვედრაზე, რომლებთაგან ერთ-ერთს მე ვესწრებოდი, პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით სრულიად ღია, პირდაპირი ტექსტებით. შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა, ვინ იყო მოსული, რა ფორმატში, შეგნებულად ავერიდები საუბარს. სამი კონკრეტული შეხვედრა იყო, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ, ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, მესამე შეხვედრაზე საუბარი იყო ირიბად ამავე თემაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :