,,ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან''- ლევან მახაშვილი 03.12.2025 22:24

 

„ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა", - განუცხადა „ქრონიკას" ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან.

„ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან. არა ის, რომ დასაჯოს სხვა სახელმწიფოები როდესაც ისინი ცდილობენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დაფუძნებას საკუთარ ქვეყნებში", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ გაათავისუფლა ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო მას შემდეგ, რაც ისინი თაღლითობის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვის მიზნით დააკავეს. ამის შესახებ ევროკავშირის საჯარო პროკურორმა განაცხადა.

ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯსა და ბრიუსელში მდებარე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა. კერძოდ, ჩხრეკა ბრიუსელში ევროპის პროკურატურამ ჩაატარა. EPPO-მ ჩხრეკა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმცროსი დიპლომატებისთვის ტრენინგებთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის გამოძიების ფარგლებში ჩაატარა. „ბრალდებები ეხება შესყიდვების თაღლითობასა და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტსა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, ვინაიდან მათი მიმალვის რისკი არ არსებობს", - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ