საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ვალდებულება რჩება მტკიცე-ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 04.12.2025 16:49

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ვალდებულება რჩება მტკიცე, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა განაცხადა.

მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობა გაღრმავდა.

„სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესებში პოზიტიური განვითარება ვიხილე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აგვისტოში ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ დაგვეხურა მცირე სტრუქტურები, რომელიც მუშაობდნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელმაც მხარი დაუჭირა სამშვიდობო პროცესს და მოხსნა ძირითადი ბარიერი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ბიუჯეტის მიღებისას. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ვალდებულება რჩება მტკიცე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მეშვეობით ჩვენ გავაღრმავეთ ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩემი ვიზიტი ასევე შეეხო დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის თავისუფლების არსებით როლს", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ