06.12.2025 20:49
თავის დროზე „ბიბისი" მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი, ამ მიმართულებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის და ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, საქართველოს ხელისუფლებაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც შექმნილია ევროპულ მედიაში, კონკრეტულად „ბიბისიში".
„რაც შეეხება ე.წ დიფ სთეითს, სინამდვილეში ეს არის ის არაფორმალური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპულ პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, მათ საკვანძო როლი აქვთ შესრულებული ევროპის დაღმასვლაში და აქაც აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი დამოკიდებულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :