სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა 08.12.2025 17:46

გვახსოვს, როცა საერთაშორისო პრესაში საერთაშორისო აქტორები ერთვებოდნენ, რომელთაც საქართველოსთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ, მაშინაც ვიცოდით, რომ ისინი ლობიპარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზასტები იყვნენ, არ გახსოვთ, რეზოლუციებს ლობისტები რომ წერდნენ?, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა,

ზარქუას თქმით, „ნაცმოძრაობამ" კონკრეტული ორგანიზაციები დაიქირავა, რათა საქართველო დააშანტაჟონ.

„ამერიკას საქართველოსთვის სანქციები რატომ უნდა დაეწესებინა? ასეთი ლობისტების მიერ აწეული თემები იყო. მთავარი ლობისტი ის კაცი იყო, კალმებს რომ ჰყიდის, უილსონი. კაცი იმით შოულობს ფულს, რომ თეთრ სახლში ხალხს შენობას ათვალიერებინებს, ბეიჯებს და კალმებს ჰყიდის. წლებია, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ეს კაცი ჰყავს დაქირავებული. ბეიჯი ხან იქ აქვს, ხან აქ. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ვერ გეტყვით, რუკაზე საქართველო სად მდებარეობს. ასეთი ღირებულებების ადამიანები ჰყავთ დაქირავებული. სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი", - განაცხადა ზარქუამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ