,,დღეს ევროკავშირში არის მოცემულობა, როდესაც ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულია ლიბერალური ფაშიზმი''- გიორგი გაბუნია 10.12.2025 18:21

 

იმაზე, რომ დღეს ევროკავშირში არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, უკვე თავად ევროპაშიც საუბრობენ, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს ევროპას აქვს, არის მორალური კრიზისი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს თვისებრივად არის აცდენილი, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის" ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირში არის მოცემულობა, როდესაც ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულია ლიბერალური ფაშიზმი.

„ის ისტორიული სიტყვები, რომელიც ზურაბ ჟვანიამ თქვა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი" - არ შეეფერება ამჟამინდელ ევროპას. დღევანდელი ევროპა იმ ევროპის ლანდიც აღარ არის. ის აბსოლუტურად სხვა ევროპა იყო, დღეს აბსოლუტურად სხვაა. ეს არის იმ მცდარი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ამ ბოლო წლებში ვხედავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. სწორედ ამაზეა საუბარი აშშ-ის მხრიდან, რომ ეს პოლიტიკა თუ არ შეიცვლება ევროპა დადგება იმ გამანადგურებელი გამოწვევების წინაშე, რომელსაც ვეღარაფერი მოერევა.

ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ ევროკავშირი, რომ ჩვენი ტრადიციები და ეროვნული ღირებულებები უნდა შევინარჩუნოთ ევროპულ ოჯახში. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, წევრი იმ რეალური ევროპული ოჯახისა, სადაც ჩვენ ვხედავთ გადარჩენას, ეროვნული ამოცანების რეალიზებას და არა იმ ოჯახს, სადაც ამ ყველაფერს დავკარგავთ", - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რომელიც აქვს ევრო ბიუროკრატიისგან.

„ევროპა და ევროპული ღირებულებები რჩება, ლიდერები მიდიან და მოდიან. მე არ მაქვს განცდა, რომ არსებული ბიუროკრატიის პირობებში რამე შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ჩიხს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს, რაც იქნება იმის საფუძველი, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორისაც თვისობრივად გადაიტვირთოს პოლიტიკა", - განმარტა გიორგი გაბუნიამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ