საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად -ირაკლი კობახიძე 11.12.2025 17:53

საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველო აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულია.

„აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შევხვდი. საქართველო და აზერბაიჯანი  რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად  და თანამშრომლობას აგრძელებენ  რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.  ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულნი ვართ“, – აღნიშნავს პრემიერი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ