12.12.2025 18:28
საქართველოსთან ყველას დიდი გული აქვს, მაგრამ როდესაც ამერიკის ადმინისტრაციას ეხება საქმე, იქ ისე გარბიან, როგორც ჩვენთან ჯანსაღ დიალოგს გაურბიან. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ ბევრჯერ თქვეს უარი თანამშრომლობის გაჯანსაღებაზე. , - განაცხადა „დღის ქრონიკასთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
„როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ბიუროკრატია ორმაგ სტანდარტსაც არ ერიდება. იმიტომ, რომ მათთვის სასურველი ხელისუფლება არ მოიყვანა ხალხმა ქვეყნის სათავეში, მუდმივად ხდება საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია. თუმცა, ქართული საზოგადოება კარგადაა გათვითცნობიერებული პროცესებში.
როდესაც ევროპელი ბიუროკრატები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ჩვენ ამაზე ადეკვატური რეაქცია გვაქვს. არ შეიძლება უხეში ჩარევა, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენ თავად გადავწყვეტთ როგორ უნდა განვავითაროთ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ავტორ(ებ)ი :