14.12.2025 12:33
"იგლ ჰილსის" ინვესტიციასა და საერთაშორისო მაგალითებზე ისაუბრა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ.
ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკის, განათლების და მეცნიერების განვითარება, - გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ის, ვინც დღეს მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ გამოდის, საკუთარი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგება, რადგან კარგი ინვესტიციისა და დიდი თანხების შემოსვლის გარეშე, ქვეყანა ვერ განვითარდება.
მისივე თქმით, არაბულ ინვესტიციებზე დღეს მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოა დამოკიდებული, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
"ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, რადგან ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს. არა სოციალური დახმარება, არამედ სამუშაო ადგილი, ანუ შენ იმუშავე, გექნება ხელფასი და შენ ქმნი დოვლათს. ეს არის მთავარი კონცეფცია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინვესტიციაზე.
ეს ხალხი ტვინგამორეცხილია, უკვე ყელში ამოვიდა. რაღაც მიტინგებს აწყობენ, თან ვინ აწყობს, ესენი არიან პრორუსი, გონებაჩლუნგი ტიპები. მე სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ. ჩემი დასკვნაა, რომ მაგათი "სასტავი" არიან რუსული აგენტები. ეს არის ჩემი დასკვნა.
როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებოდე. ქვეყნების ყველაფერს აკეთებენ ინვესტიციისთვის, ამერიკა, ტრამპი ეხვეწება, ჩემთან ჩადეთ ინვესტიციაო. ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა და ისინი დებენ ფულს ტურიზმში", - აცხადებს ფხაკაძე.
ავტორ(ებ)ი :