"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო სარჩელი სასაცილოა, ხან აღიარებენ სასამართლოს არსებობას, ხან - არა, თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე არიან მორგებული -ვიკა ფილფანი 15.12.2025 15:13

„ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო სარჩელზე რა შეიძლება თქვა? - სასაცილოა. როცა აწყობთ, მაშინ შეუძლიათ სასამართლოში სარჩელის შეტანა, როცა არ აწყობთ, არ შეუძლიათ. ხან აღიარებენ მის არსებობას, ხან - არა. ამაზე სერიოზულ კომენატრს ვერ გავაკეთებ, - ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

ფილფანის თქმით, „ნაცმოძრაობის" ეს დამოკიდებულება არასერიოზულია.

„ამიტომ ამის სერიოზული შედფასება არ გამოდის. როცა აწყობთ, მაშინ სხვებს ლანძღავენ იმის გამო, რომ ვიღაცები მიმართავენ სასამართლოს. თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე არიან მორგებული. ჰგონიათ, სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავს და ასე არ არის. „ნაცმოძრაობას" სასამართლოსთან დაკავშირებით რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს? - პრინციპში, მათ მიერ შექმნილი სასამართლოა, რომელსაც მათ მიერ შექმნილი „კლანი" მართავს. ეს სასამართლო წარმატებით ჰყავს გადაბირებული „ქართულ ოცნებას". მგონია, რომ „ნაციონალურ მოძროაბას" ისედაც არავინ აკრძალავს. პირიქით, შეიძლება გააძლიერონ, როგორც აძლიერებდნენ ბოლო 12 წლის განმავლობაში. „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება" ერთმანეთს ასაზრდოებს და ამ ორ ძალას ერთმანეთის გარეშე გადარჩენა არ შეუძლია. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, გადარჩება თუ არა რომელიმე პარტია ამ ქვეყანაში. პარტიების კონსტიტუციური აკრძალვა არ არის კონსტიტუციური, ამაში რამდენჯერაც არ უნდა ჩავდოთ სიტყვა „კონსტიტუციური", ვერ იქნება კონსტიტუციური. მგონია, რომ „ნაცმოძრაობას" ეს საფრთხე ყველაზე ნაკლებად ექმურება, რადგან „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ აღნიშნული პარტია ფეხზე დამდგარიყო, გაძლიერებულიყო და ყოველდღიურად ადამიანებისთვის ზიანი მიეყენებინა", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ