15.12.2025 16:43
ევროკავშირს გაცილებით უფრო მეტი საზრუნავი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წარმატებული საქართველოს კრიტიკა და ლანძღვა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოს თაობაზე არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას მოვისმენთ.
„ევროკავშირთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის თუ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს ვისმენთ იმ სამწუხარო რეგრესზე, რასაც ევროკავშირი განიცდის. ბიუროკრატია ემსახურება არა ევროპელ ხალხს და სახელმწიფოებს, არამედ სულ სხვა მიზნებით მოქმედებენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოს თაობაზე არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას მოვისმენთ. თუ ამ ადამიანებს რეალურად აინტერესებთ, სიტყვის თავისუფლება არის თუ არა, დემოკრატია როგორ მუშაობს, ობიექტურ რეიტინგებს უნდა გაეცნონ, რომლებიც მათივე ინსტიტუციების მიერ კეთდება. ამით მათი განცხადებები უფრო სანდო იქნება. ეს შეხვედრაც საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული. საქართველოს რატომ ურტყამენ, ესეც ნათელია",- განაცხადა წილოსანმა.
ავტორ(ებ)ი :