უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა 16.12.2025 18:20

 

უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა. დოკუმენტს ხელი ჰააგაში მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც უსამართლო ომის შედეგად მიადგა.

ნიდერლანდებში, ევროსაბჭოს ეგიდით უმაღლესი დონის კონფერენციას უკრაინის პრეზიდენტი ესწრება. ზელენსკიმ წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსული აგრესიის შედეგებზე ისაუბრა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ