,, აშშ-ის ადმინისტრაციასთან დიალოგს ვაწარმოებთ - იმედი მაქვს, იგივე მოხდება ევროპის შემთხვევაშიც''- პუტინი 17.12.2025 19:39

 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ ევროპა მოსკოვთან დიალოგის გზას დაუბრუნდება.

თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე პუტინმა აღნიშნა, რომ თუკი მოქმედი ევროპული ელიტების პირობებში ეს ნაკლებად სავარაუდოა, მათი შეცვლის შემდეგ და რუსეთის პოზიციების განმტკიცების კვალდაკვალ - გარდაუვალია.

პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი, ისევე როგორც ადრე, მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები და ბოლო წლებში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

„აშშ-ის ადმინისტრაცია ასეთ მზაობას ავლენს. ჩვენ მათთან დიალოგს ვაწარმოებთ. იმედი მაქვს, იგივე მოხდება ევროპის შემთხვევაშიც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შესაძლებელი იყოს მოქმედ პოლიტიკურ ელიტებთან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გარდაუვალი იქნება ჩვენი შემდგომი გაძლიერების კვალდაკვალ. თუ არა მოქმედ პოლიტიკოსებთან, მაშინ ევროპაში პოლიტიკური ელიტების შეცვლის შემდეგ", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ