,,ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან, როგორც პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტთან მოპყრობა''- კრისტიან ტერჰესი 17.12.2025 22:31

 

ძვირფასო კოლეგებო, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოპყრობა როგორც პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტებთან ან ევროკავშირის შიდა დავების გადატანის ადგილთან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.

„ყველა პარტნიორ ქვეყანა იმსახურებს პატივისცემას და კეთილსინდისიერ ჩართულობას, რომელიც მიმართულია გამოწვევების გადაჭრაზე, არა გაუცხოებაზე - იმის გამო, რომ მთავრობა არ ემორჩილება ევროკავშირის აბსურდულ პოლიტიკას. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა 21-ე საუკუნეში და დღემდე მისი ტერიტორიის ნაწილები უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე, 2008 წელს საქართველომ მკაფიოდ გამოხატა თავისი ამბიცია, შეუერთდეს ალიანსს, თუმცა ნატო-სა და ევროკავშირის მთავარმა წევრმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს ეს გზა.

ამის მიუხედავად, საქართველომ განაგრძო კონსტრუქციული ჩართულობა ევროკავშირთან. 2025 წელს საქართველო კეთილსინდისიერად დაეთანხმა ადამიანის უფლებების დიალოგს, მაგრამ ევროკავშირმა ის უსაფუძვლოდ და მოულოდნელად გადადო. საქართველოს მიტოვება იქნება უსამართლობა და ამორალური მარცხი ევროკავშირისთვის.​ კომისარო, ნამდვილად თუ ზრუნავთ ქართველ ხალხზე, დაიწყეთ დიალოგი საქართველოსთან ახლავე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰესმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ