18.12.2025 13:04
სამწუხაროდ, ის რაც საქართველოში ხდება, არ შეესაბამება ევროპულ გაგებას დემოკრატიასთან და დემოკრატიულ წესებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„მე ცოტათი დამწუხრებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რადგან ჩემს ქვეყანაში არის დიდი ემპათია. მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვა შორს არის საქართველოდან, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები - ემოციური, ისტორიული, ტრადიციული და სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველო არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროკავშირს.. ვიდრე ისინი არ გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიის წესები, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, ვფიქრობ სიტუაცია იქნება ძალიან რთული. ეს იქნება იმედგაცრუების გამომწვევი ქართველი ხალხისთვის, რომელიც ელოდება, რომ ქვეყანა მიაღწევს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე",- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ავტორ(ებ)ი :