18.12.2025 15:57
ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელსაც საქართველოს მსგავსი ეკონომიკური ზრდა აქვს, მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ასეთი საოცარი შედეგები, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ბელგრადში საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო წლისთვის საქართველო იქნება მოდელი რეგიონში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. მათ ქვეყანას აქვს უზარმაზარი ზრდის მაჩვენებელი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დემონსტრაციების, აქციების ფოტოები, როგორც ჩვენც გვაქვს, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. ზოგჯერ ამ სურათებმა შეიძლება, ხალხს უბიძგოს პროტესტისკენ, მაგრამ ქვეყანას აქვს 9,4-პროცენტიანი ზრდა. ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს. მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ასეთი საოცარი შედეგები. თქვენ იქნებით მოდელი რეგიონში მომავალი წლისთვის“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
ავტორ(ებ)ი :