18.12.2025 19:07
ევროპარლამენტში მოვისმინეთ ის, რასაც ომის დაწყებიდან ვისმენთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გაგანაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა მხოლოდ ის, რომ მაღალ ტრიბუნაზე დადგნენ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ილაპარაკონ ის, რაც აწყობთ.
„მათთვის ქართველი ხალხია ის, ვინც დააფინანსეს და წაახალისეს დემოკრატიული არჩევნების ბოიკოტისთვის და ქუჩაში გამოსასვლელად, პარლამენტის შენობის დასანგრევად, ასევე პრეზიდენტის სასახლის ასაღებად და ა.შ. სახელმწიფომ ამას შესაბამისი კანონიერი პასუხი რომ გასცა, დემოკრატიის უკუსვლად ჩათვალეს. ფაქტიურად, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ის, რაც ე.წ. ფერადი, ლიბერალური რევოლუციების მიზანს ემსახურება, არის აპრიორი, დანარჩენი - სახელმწიფო, კონსტიტუცია, დემოკრატიული არჩევნები, ხალხის ნება, უმრავლესობის აზრი გვერდზე გადასადებია. ევროპარლამენტში სწორედ ეს დავინახეთ, გარიყული დემოკრატიული და და ევროპული ღირებულებები და წინ წამოწეული პოლიტიკური, ანგაჟირებული, საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული უტიფარი განცხადებები", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :