ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს 21.12.2025 10:07

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.

დღის წესრიგის მიხედვით, კენჭისყრა 19:00 საათზე დასრულდება, ხოლო 21:00 საათზე შედეგები გამოცხადდება.

ინფორმაციისთვის, პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ