მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა და ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენს სახელმწიფოსაც ექმნებოდა საფრთხე, კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან -მაკა ბოჭორიშვილი 22.12.2025 14:43

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი დღეს საუბრობს იმაზე, რასთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება" დიდი ხანია, ამახვილებს ყურადღებას.

ბოჭორიშვილის თქმით, გამოჩნდა, რომ სრულიად გამართლებული იყო ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა.

„ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ. მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა, რომელთაც სურთ ომი და ამ დიდ დაპირისპირებაში, მათ შორის ჩვენს სახელმწიფოსაც ექმნებოდა და ექმნება საფრთხე. კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან. კარგია, რომ ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვამახვილებდით ყურადღებას, ყოფილა საფუძვლიანი მოსაზრებები, საფუძვლიანი პოზიციები. ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველომ გაატარა ბოლო წლების განმავლობაში, ყოფილა სრულიად გამართლებული", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა" და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ. როგორც გაბარდმა აღნიშნა, „ნატო-სა და ევროკავშირს რეალურად სურთ, შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ". ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ