,,ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე''- პრემიერი 22.12.2025 23:21

ეს კანონები მივიღეთ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოების წინაშე, რეალურად 100-150, ხანდახან  300 ადამიანი ძალადობდა 4 მლნ ადამიანზე, დამისახელეთ ერთი დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა, სადაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება 50-100-150 ადამიანის მიერ, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
მისივე თქმით,საზოგადოების გამოკვეთილი უდიდესი უმცირესობა ძალადობდა საზოგადოების აშკარად გამოკვეთილ უდიდეს უმრავლესობაზე და როცა ასეთი ფაქტი ხდება, ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება.
„ამის გამოხატულება იყო ის, რასაც ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი უწოდებს ახლა რეპრესიულ კანონმდებლობას. ისინი პირდაპირ გამოდიოდნენ და არჩევნებშიც ერეოდნენ, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას გულშემატკივრობდნენ, ასეთი ადამიანებისგან არ უნდა გვიკვირდეს ასეთი ეპითეტები, თუმცა ეს ყველაფერი არის სრული სიყალბე და ასეთი სიყალბეებია, რაც განაპირობებს ევროპული ბიუროკრატიის 20 %-იან რეიტინგს ქართულ საზოგადოებაში. არ შეიძლება, ასეთი ტყუილებით ელაპარაკებოდე მუდმივად ქართულ საზოგადოებას, რომელიც არის საკმაოზე მეტად გამოცდილი ასეთი თემების შესაფასებლად,"- განაცხადა პრემიერმა. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ