23.12.2025 14:59
23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მსჯავრდებულ ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ოჯახის წევრებთან მსჯავრდებულის პაემნის საკითხს შეეხო.
„ასევე ადვოკატმა ისაუბრა საქმის დეტალებზე და აღნიშნა, რომ მასალებს მხარე უახლოეს დღეებში გადასცემს სახალხო დამცველის აპარატს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :