მთავარია, გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის სჯობს, ყველა მოქმედებს ისე, როგორც თავიანთ ქვეყანას სჭირდება -კახა კალაძე 24.12.2025 15:27

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმ ხუთი პირის დასანქცირებას, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ.

კალაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითია.

„რისკენაც ჩვენ მოგვიწოდებენ, თვითონ აკეთებენ. ის, რაც ჩვენთვის არ შეიძლება, თურმე მათთვის დასაშვებია. ამ დამოკიდებულების კიდევ ბევრი მაგალითი არსებობს. საზოგადოება ნათლად ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს. ყველაზე მთავარია, გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის სჯობს. როგორც ხედავთ, ყველა მოქმედებს ისე, რაც თავიანთ ქვეყანას სჭირდება, იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ