,,ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცაში შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება შეცდომაში''- ლევან მაჭავარიანი 24.12.2025 18:16

ჩვენს მიმართ დაიწყო აბსოლუტურად უსამართლო მიდგომა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის და ამ ევრობიუროკრატების მხრიდან ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ვინაიდან ჩვენ არ გამოვადექით ისეთ სატელიტ ქვეყნად, როგორც სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.მისი თქმით, ვისაც ქართული ოცნების არ სჯეროდა, შეუძლია მოუსმინოს აშშ-ს, რომელსაც ასევე აქვს პრეტენზიები იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლება სურთ.„ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცაში შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება შეცდომაში, თუმცა 4 წლის თავზე უკვე დრო მოვიდა, რომ ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოს ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს. ჩემს პოსტს ვინც გადახედავს, კარგად გაიხსენებს ქრონოლოგიურად, ამ ოთხი წლის განმავლობაში რა ბრალდებები მოდიოდა და რის გამო ხდებოდა ჩვენი საზოგადოების აჟიტირება, აქციების მოწყობა და ა.შ. ქართული ოცნება აღმოჩნდა მართალი და ნებისმიერი საკითხზე, რომელიც მე ჩამოთვლილი მაქვს, სრული პასუხისმგებლობის შემიძლია აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს დავუჯდე სადებატოდ და დავუმტკიცო, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ჩვენ მართლები ვართ. დრო არის, რომ ჩვენი საზოგადოება გამოფხიზლდეს გეოპოლიტიკური ილუზიებიდან და ვისაც ჩვენი არ სჯეროდა, ახლა ადევნოს თვალყური თუ რა გზავნილები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და რა პრეტენზიები აქვს იმ ევრობიუროკრატებთან მიმართებაში, რომლებიც ასე მტრულად ექცევიან ჩვენს ქვეყანას და ცდილობენ, რომ რამენაირად ქართული ოცნება ჩაანაცვლონ აგენტურით, ვინაიდან ის აგენტურა შეასრულებს მათ დავალებას. მათ რა თქმა უნდა სჭირდებათ აქ მარიონეტული ხელისუფლება, ისეთ ხელისუფლება როგორიც მათ ჰყავთ დანიშნული უკრაინაში", - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ