24.12.2025 20:29
„საქართველოს რკინიგზის" მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა - ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული განახლება, ეს არის მკაფიო პოლიტიკური და სტრატეგიული არჩევანი, რომელიც საქართველომ გააკეთა საკუთარი მომავლის, ეკონომიკური სიძლიერისა და გლობალურ პროცესებში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული რკინიგზა დღეს გადადის ახალ ეტაპზე, რომელიც პასუხობს XXI საუკუნის გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სტანდარტებს და გლობალური ვაჭრობის ახალ რეალობას.
დღეს ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას აღვნიშნავთ - „საქართველოს რკინიგზის" მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული განახლება. ეს არის მკაფიო პოლიტიკური და სტრატეგიული არჩევანი, რომელიც საქართველომ გააკეთა საკუთარი მომავლის, ეკონომიკური სიძლიერისა და გლობალურ პროცესებში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.რკინიგზა ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ეკონომიკისა და დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი საყრდენი. საქართველოს ახალი ხვალინდელი დღის შესაქმნელად მუხლჩაუხრელად მუშაობს 10 000-ზე მეტი რკინიგზელი. 1872 წელს დაფუძნებული ქართული რკინიგზა დღეს, 153 წლის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადადის - ეტაპზე, რომელიც პასუხობს XXI საუკუნის გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სტანდარტებს და გლობალური ვაჭრობის ახალ რეალობას", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ხიდები და გვირაბები, 100-ზე მეტი საინჟინრო ნაგებობა, დაიგო დაახლოებით 100 კილომეტრი ახალი ლიანდაგი და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები.
„პროექტის ფარგლებში განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები: აშენდა ახალი ხიდები და გვირაბები, 100-ზე მეტი საინჟინრო ნაგებობა, დაიგო დაახლოებით 100 კილომეტრი ახალი ლიანდაგი და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია, რაც თანამედროვე საქართველოს სატრანსპორტო სექტორში განხორციელებულა.ამ პროექტის დასრულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, შემცირდა საოპერაციო ხარჯები, გაძლიერდა უსაფრთხოება და გაუმჯობესდა მგზავრთა კომფორტი. ჩვენ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ ხვალინდელ ეკონომიკას", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :