26.12.2025 15:58
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ირანის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობისათვის.
მაჰმუდ ადიბმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის დადებითი დინამიკა, რომელსაც საქართველოსა და ირანის მთავრობები ხელს უწყობდნენ, იმედისმომცემია და რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას სამომავლოდ დაეხმარება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას ხალხებს შორის კავშირების გაფართოებისათვის და ორი ქვეყნის ხელისუფლების თანამშრომლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. პაპუაშვილმს ირანის ელჩს მადლობა გადაუხადა ირანის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე ელჩის მიერ გაწეული სამუშაოსთვის და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :