,,ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ''- გია ვოლსკი 28.12.2025 14:42

 

თუნდაც ის, რომ ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ეს მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ.

„ბაჩო ახალაიასაც, ზუსტად 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ. ქვეყნის არევა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდებათ.

თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ეს მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული. ეს ჩემი აღქმაა ასეთ. რასაკვირველია, გამოძიება თავის მასალებს დადებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ