30.12.2025 21:01
სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმები გვაქვს დაგეგმილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განათლების სისტემის რეფორმას და აღნიშნა, რომ სრული კონცენტრაციით მუშაობაა საჭირო აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად, ვინაიდან, განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი.
„ყველაზე მეტად გამოვყოფდი განათლების რეფორმას. საუბარია როგორც უმაღლესი განათლების, ისე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე. შევიმუშავეთ კონცეფციები და ამ კონცეფციების განხორციელებას აქვს მნიშვნელობა უკლებლივ ყველა დარგისა და, ზოგადად, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი. შესაბამისად, სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით განათლების რეფორმის განხორციელებაზე,"- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სფეროში ბევრი მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული არასწორი პრაქტიკა, რაც თავიდან ბოლომდე გადაისინჯა, მთლიანად შეიცვალა და გაიხსნა სისტემა კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ჩვენი შედეგები იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ჩვენი შედეგები იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სფეროში ბევრი მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული არასწორი პრაქტიკა, რაც თავიდან ბოლომდე გადაისინჯა, მთლიანად შეიცვალა და მთლიანად გაიხსნა სისტემა კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის.
ავტორ(ებ)ი :