აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში, ისაუბრებს შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარებაზე, შეხვდება უმსხვილეს ინვესტორებს -ლევან ჟორჟოლიანი 13.01.2026 10:36

აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში და ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის დელეგაციასთან ერთად, განაგრძობს ვიზიტს აბუ დაბიში. მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში ის მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიც არის შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარება, ასევე საუბარი იქნება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყურადღება დაეთმობა იმ ინვესტიციებს, რომლებსაც სახელმწიფო სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ახორციელებს. პრემიერ-მინისტრს უკვე ჰქონდა და განაგრძობს შეხვედრებს უმსხვილეს ინვესტორებთან, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოადგენენ", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ