ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა 20.01.2026 12:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ