ირაკლი კობახიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა 22.01.2026 14:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„ხაზი გაესვა, არსებული საერთაშორისო დღის წესრიგის გათვალისწინებით, ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაძლიერების აუცილებლობას. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ