23.01.2026 18:42
საია-ს წინაშე საკმაოდ რთული ამოცანაა, სტრასბურგის სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს გამოჟონილმა წერტილმა შეიძლება, შექმნას საფუძველი დამკვირვებელმა ამოიცნოს, თუ რომელი პარტიის გასწვრივ დასვა ამომრჩეველმა წერტილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლიანი გადაწყვეტილების მოსმენა მნიშვნელოვანია.
"არც ვიცოდით 2024 წლის ბოლოს თუ 2025 წლის დასაწყისში შეუტანიათ სარჩელი, რომ გაუქმდეს არჩევნების შედეგები და აჟიოტაჟი ალბათ ამიტომ იყო დროებითი მთავრობის და დროებითი ადმინისტრაციის არჩევა-დანიშვნის თაობაზე. ეტყობა, პარალელურად უნდა განვითარებულიყო მოვლენები, ასეთი ეჭვი დარჩა. ახლა ვიგებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ განხილვა დაიწყო, აბსურდული გადაწყვეტილება არ მიიღო და განხილვას საკმაოდ სერიოზული შედეგებიც ექნება. ეს ალბათ პრეცედენტული იქნება დემოკრატიული სამყაროსთვის. არის თუ არა განხილვის ქვეშ მყოფი საკითხები გასაზიარებელი, გადაწყვეტილებები, ზოგადი რეკომენდაცია იქნება თუ კერძო განჩინება, თუ რაც სტრასბურგის სასამართლოს ახასიათებს. გადაწყვეტილებები საინტერესო იქნება.
საია-ს წინაშე საკმაოდ რთული ამოცანაა, სტრასბურგის სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს გამოჟონილმა წერტილმა შეიძლება, შექმნას საფუძველი დამკვირვებელმა ამოიცნოს, თუ რომელი პარტიის გასწვრივ დასვა ამომრჩეველმა წერტილი. მით უმეტეს, ეს ყველაფერი დაინახოს მუყაოს სქელ კონვერტში. ეს საკითხია, რომელიც განიხილება. თუმცა განხილვას გარკვეული საფუძველი აქვს, ვინაიდან არჩევნების თემაა და ვინაიდან ეს გადაიზარდა სამართლებრივიდან სერიოზულ პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი გადაწყვეტილების მოსმენა", - განაცხადა ვოლსკიმ.
ავტორ(ებ)ი :