27.01.2026 16:32
პოლიტიკური ლიდერების მოვალეობაა, პრობლემა დაინახონ და გამოსავალი იპოვონ, რეფორმები გაატარონ. ამ თვალსაზრისით ევროპა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ევროპელ ლიდერებს ცვლილებების არც პოლიტიკური ნება და არც ხედვა არ აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა კომპანია FGS Global-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ევროპა სრულად დეზორიენტირებულია და არ იციან, რა ნაბიჯები გადადგან.
„ევროპისთვის ჩატარდა გლობალური მასშტაბის ორი კვლევა, რომელმაც, ფაქტობრივად, იდენტური სურათი დადო. კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემა სისტემურია. რა თქმა უნდა, არსებული სისტემური პრობლემების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური ლიდერების როლს. ყველა სოციუმს სჭირდება განახლება, რადგან ერთგვარი კრიზისი მწიფდება ხოლმე. ამიტომ პოლიტიკური ლიდერების მოვალეობაა, პრობლემა დაინახონ და გამოსავალი იპოვონ, რეფორმები გაატარონ. ამ თვალსაზრისით ევროპა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა და ევროპელ ლიდერებს ცვლილებების არც პოლიტიკური ნება და არც ხედვა არ აქვთ. ომისა და ტრამპის ადმინისტრაციის ფონზე ვხედავთ, რომ ევროპა სრულად დეზორიენტირებულია და არ იციან, რა ნაბიჯები გადადგან. ხვდებიან, რომ მათ დამოუკიდებლობის და ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერება სჭირდებათ, მაგრამ იმდენად სისტემურად არიან ჩამორჩენილი და პოლიტიკური ნება იმდენად დაქვეითებულია, რომ ამ საკითხების რეალიზება უჭირთ. ასეთ დროს გამოსავალია, თუ მოდიან ახალი ლიდერები, რომელთაც აქვთ მეტი ამბიცია და ხედვა, თავიანთი ქვეყნები როგორ განავითარონ", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :