ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს 29.01.2026 14:44

 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელებენ. მთავარი განსახილველი თემა იქნება უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხი. საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავების 6 ახალი შემთხვევა მოხდა. ხოლო უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"შეხვედრის განხილვის მთავარ თემას ჩვენთვის წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი. დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება 13 პირი. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პუნქტს სწორედ აღნიშნული პირების გათავისუფლება წარმოადგენს. ასევე განვიხილავთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. 22 დეკემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ