,,თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული''- პრემიერი 30.01.2026 21:06

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც სისტემის ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას რაც შეეხება, ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთდა ამაზე განცხადება. განცხადება გაახმოვანა განათლების მინისტრმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფს სისტემის ოპტიმიზაციას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ყველას გახსოვთ, რომ თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. მათ შორის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მაგალითად, ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ, რადგან საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავააანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თურმე ყოფილა „ჰარვარდი", საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  - „კემბრიჯი" და ილიას უნივერსიტეტი „ოქსფორდი". რა თქმა უნდა, კამპანია, რომელსაც ოპონენტები აწარმოებენ, ისევ და ისევ სიყალბეზეა აგებული და ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, შეგიძლიათ, დააკვრიდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და არცერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ