პრემიერი - ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც 30.01.2026 21:42

ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი გარე ჩარევის რისკებისგან და ამას ემსახურება ეს კანონპროექტიც, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ხელისუფლება უკვე მრავალი წელია წარმატებით ახერხებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას მომავალშიც განაგრძობს.
"ამას ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც წარვადგინეთ პარლამენტში. თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ევროკომისრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს. მარტივად არის საქმე, ეს კანონი, რომელიც დაინიცირდა, ემსახურება ასეთი მექანიზმების ჩაკეტვას. არ შეიძლება პოლიტიკა არც პირდაპირ და არც ირიბად ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც პირდაპირ გიანონსებენ უხეშად კანონის დარღვევას, აქ უნდა მიიღო ზომები", -  განაცხადა პრემიერმა. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ