04.02.2026 14:28
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უწყების ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
როგორც სუს-ში აღნიშნავენ, მამუკა მდინარაძე საქართველოშია და სამსახურში იმყოფება.
ცნობისთვის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი შარაშიძემ.
ავტორ(ებ)ი :