ყველა ხედავს, რომ ჰელსინკის კომისია ე.წ. დიფსთეითის ხაზს ატარებს ძალიან აქტიურად და საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი -ირაკლი კობახიძე 05.02.2026 17:15

ყველა ხედავს, რომ ე.წ. დიფსთეითის ხაზს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

 

„საქართველოს მაგალითზეც ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. გახსოვთ, რომ აშშ-ში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში ჩართული იყო კონკრეტულად უილსონიც და ამ ყველაფერსაც რეალურად ფარდა აეხადა იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა აშშ-ში. ყველა ხედავს, რომ ე.წ. დიფსთეითის ხაზს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ