ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში - პრემიერი 08.02.2026 22:53

 

ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2" -ის ეთერში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაუფასურებულია ისეთი ღირებულებები ევროკავშირში, როგორიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ეს ტენდენცია ამ ეტაპზე შეუქცევადია.

„ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის შემობრუნების ძალას და ეს უარყოფითი ტენდენციები, იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება დადებითისკენ. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენი ამოცანა რჩება ამოცანად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჩვენი მხრიდან შესრულდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ