09.02.2026 10:43
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ, პეტერ სიიარტოსთან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ, ლასლო კოვერთან.
ავტორ(ებ)ი :