ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით 09.02.2026 19:11

 

მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, საუნივერსიტეტო სისტემაში სერიოზული დეფიციტია კადრების თვალსაზრისით.

 

„რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტში  ჰუმანიტარული მიმართულების ლექტორებს, ორ წელიწადნახევრის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში შესაბამისი დისციპლინები და ამის შემდეგ მაქსიმალურად ვიზრუნებთ. ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში. შესაბამისად, როგორც კი დადგება ამის დრო და საჭიროება, მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ჰუმანიტარული მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ