09.02.2026 22:35
მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ადამიანებს ავუხსნა, თუ რატომ არიან ისინი ღარიბები" - პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" მოსახლეობას მიმართა:
"მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ადამიანებს ავუხსნა, თუ რატომ არიან ისინი ღარიბები. თქვენ ხართ ღარიბები მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლება გძარცვავთ, გძარცვავენ მილიონერი დეპუტატები, ჩინოვნიკები, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესები. ის ადამიანები ზუსტად იმიტომ არიან მილიონერები, რომ თქვენ გძარცვავენ. ღიმილისმომგვრელი იცით რა არის? - მინისტრებს, რომლებსაც აქვთ 13 000 ლარი ხელფასი, "ქართულ ოცნებას" ჰყავს 30 მილიონერი დეპუტატი, ქალბატონი მინისტრი, რომელიც მინისტრობის პერიოდში და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გახდა მილიონერი, ბატონი პრემიერ-მინისტრი, როდესაც გახდა პრემიერი, პირველი რაც გააკეთა, მილიონიანი მანქანა შეიძინა. "ოცნების" ჩინოვნიკები, რომლებმაც შექმნეს ამ ქვეყანაში ტოტალური კორუფციის მთელი სქემა - ამიტომ ხართ თქვენ ღარიბები. ცინიკური არის ის, რომ პარლამენტში შეიქმნა კომისია, სადაც შვიდი წევრიდან, ექვსი არის მილიონერი,"- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
ავტორ(ებ)ი :