შინაგან საქმეთა მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა 10.02.2026 11:06

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ