11.02.2026 11:40
რესპუბლიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა აცხადებს, რომ ევროკავშირი ხშირ შემთხვევაში სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც გაერთიანების პოლიტიკას არღვევენ.
მისივე თქმით, ევროკავშირთან კავშირის გაწყვეტის და მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღდგენის დრო დადგა.
„ევროპული ერები იმსახურებენ, რომ მათ სუვერენიტეტის პატივი სცენ, თუმცა ევროკავშირი ხშირად სჯის იმ ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ. დროა, ევროკავშირთან კავშირი გავწყვიტოთ და აღვადგინოთ ცალკეული ერების სუვერენიტეტი როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელ X-ზე.
ავტორ(ებ)ი :