11.02.2026 15:44
აშშ-სა და საქართველოს შორის საქმიანი ურთიერთობა სხვადასხვა ინსტიტუტს შორის გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკული და ქართული უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობას აგრძელებენ.
„აშშ-სა და საქართველოს შორის საქმიანი ურთიერთობა სხვადასხვა ინსტიტუტს შორის გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ნახეთ. ეს ვიზიტი უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ეხებოდა. გლობალური გამოწვევებისა და აშშ-ის პოლიტიკის ფონზე, რომლის მიზანია კონფლიქტების შემცირება, ამერიკული და ქართული უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში მოცემულია, რა იყო ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უწყების ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.
ავტორ(ებ)ი :