11.02.2026 16:00
საქართველოში მიმდინარე პროცესების განხილვა ჰელსინკის კომისიაზე ხდება. სამწუხაროა, რადგან ჩვენ რეგიონში მოწინავე ვიყავით როგორც ამერიკასთან პარტნიორობით, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რეგიონული პოლიტიკად საერთოდ ამოვარდნილია.
„სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ვიზიტი ჰქონდა. ვხედავთ, სომხეთი და აზერბაიჯანი როგორ სტრატეგიულ ნაბიჯებს დგამენ. ჩვენ, ამ პოლიტიკის ფონზე, რეგიონული პოლიტიკიდან საერთოდ ამოვარდნილი ვართ. საქართველოში მიმდინარე პროცესების განხილვა ჰელსინკის კომისიაზე ხდება. ეს ორი კონტექსტი ერთმანეთს რომ შევადაროთ, სამწუხაროა, რადგან ჩვენ რეგიონში მოწინავე ვიყავით როგორც ამერიკასთან პარტნიორობით, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე. ჰელსინკის კომისიისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. საზოგადოებასაც ცრუ მოლოდინებს ნუ შეუქმნით, რომ ჰელსინკის კომისიის შედეგად შიდა პოლიტიკურ სისტემაში რაღაც რადიკალურად შეიცვლება", - განაცხადა ფარულავამ.
ავტორ(ებ)ი :