11.02.2026 22:55
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობაზე საუბრისას, "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, რომ ის გეოგრაფიული მდგომარეობა, რაც საქართველოს ბუნებამ არგუნა ვერ დაიკარგება და გეოგრაფიას ვერავინ გასცდება.
კირცხალიას თქმით, საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობას ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი და კორიდორი ვერ შეცვლის.
"ის გეოგრაფიული მდგომარეობა, რაც ჩვენ ბუნებამ გვარგუნა და რასაც ასე ვუფრთხილდებით, სწორედ იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რასაც ჩვენ ვხედავთ საზოგადოებასთან ერთად, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გზა, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იდგეს ფეხზე, პირველ რიგში ეკონომიკურად. ეს როლი ვერ დაიკარგება, გეოგრაფიას ვერ გასცდება ვერავინ. ვინც კი უგულებელყო გეოგრაფია, ყველა დამარცხდა მსოფლიო ისტორიაში, ეს ასეა. ამიტომ, ჩვენს გეოგრაფიულ მდგომარეობას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერც ერთი ალტერნატიული დერეფანი და კორიდორი ვერ შეცვლის. სწორედ ამ ისტორიული როლის გამო, იმ პოლიტიკის გამო, რასაც ჩვენ აქ ვახორციელებთ, რაოდენ დივერსიფიცირება ხდება საგარეო ინვესტიციების კუთხით ჩვენ ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ავტორ(ებ)ი :